უკრაინის პრეზიდენტი

თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასაღებად, როგორც მამა გეტყვით – ცოცხალს აღარ გაგიშვებთ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში. ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დადასტურებული. ეს არის რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტი. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე.
ეს გათვლილი იმპერიული პოლიტიკაა. ეს არის დარტყმა, მაგალითად, დაღესტნისა და მთელი კავკასიის ხალხებისთვის, ციმბირისა და სხვა ტერიტორიების მკვიდრი ხალხებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხმა, კერძოდ, დაღესტანში დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იწყებენ იმის გაგებას, რომ ეს არის მათი სიცოცხლის საკითხი. რატომ უნდა დაიღუპოს მათი ქმრები, ძმები, ვაჟები ამ ომში? ომში, რომელიც ერთ ადამიანს უნდა.

ასევე ნახეთ:  "ახლა ყველანი სახლებში წავალთ!" - რუსმა წვევამდელმა სამხედრო კომისარს ესროლა

ომში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე. შვილებს ომში არ აგზავნის. იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაიგზავნონ სიკვდილამდე – ყველა, ვინც შეიძლება, ამ კრიმინალური რუსული მობილიზაციის ქვეშ წაიყვანონ. რადგან თუ მოხვალთ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასაღებად – როგორც მამა გეტყვით – ცოცხალს აღარ გაგიშვებთ.კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: არის გამოსავალი, არ დაემორჩილოთ კრიმინალურ მობილიზაციას. გაიქეცით, ან უკრაინის ტყვეობას პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაბარდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:  VIDEO: „ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ“ - გიორგი სუხიტაშვილი სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებს აზიარებს

მთავარი სიახლეები