ექსკლუზივი: "დილით, გაღვიძება მიხარია..." - ნინი ქარსელაძის პირად ცხოვრებაში სიახლეა
1764273120
ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება შეფასებების თემაა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების შედარება არ შეიძლება.
"ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები. თუ გვსურს, რომ პარალელი გავავლოთ ევროპასა და საქართველოს შორის, არანაირი პარალელი არ არსებობს - დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.