წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ასეთი ხავსური დარღვევა დაუფიქსირებიათ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ასეთი ხავსური დარღვევა დაუფიქსირებიათ. დარწმუნებული ვარ, ვინც იყო რიგში მანამდე, ყველას გაატარებდნენ, - განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე, რომ თითქოს როდესაც ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, მისი მხრიდან კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან გადაკეტეს საარჩევნო უბანი და სხვა მოქალაქეებს არ უშვებდნენო.

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ასეთი ხავსური დარღვევა დაუფიქსირებიათ. დარწმუნებული ვარ, ვინც იყო რიგში მანამდე, ყველას გაატარებდნენ და ამის შემდეგ შევიდოდა ბატონი ბიძინა თავის ოჯახის წევრებთან ერთად და რიგში ვინც იყო შემდეგ, იმათაც გაატარებდნენ. ეს არის მოგონილი ბრალდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.