,,ცრუ ნარატივი და ბრალდება ყოველგვარი გადამოწმების, ანალიზისა და ფაქტების გარეშე” - რიმა ბერაძე BBC-ის მიერ მომზადებულ მასალაზე

რიმა ბერაძე

BBC-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავას ცილისწამებისთვის საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოებში გეგმავს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ამბობს, რომ ეს არის ბრალდება ყოველგვარი გადამოწმების, ანალიზისა და ფაქტების გარეშე.

"ეს არის ცრუ ნარატივი და ბრალდება ყოველგვარი გადამოწმების, ანალიზისა და ფაქტების გარეშე. მათ სურდათ, კიდევ ერთხელ მიეყენებინათ დარტყმა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არ გამოუვიდათ, რადგან ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო მოკვლევა. დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიება იტყვის ყველაფერს და ახდის ფარდას, თუ როგორ იყო," - აცხადებს რიმა ბერაძე.