მებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს

სარფი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფი-ს“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (საერთო წონა - 386 გრამი) შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83 879 ლარი შეადგინა.

„ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ მოქალაქეთა მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.