ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1764708081
ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავას ცილისწამებისთვის საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოებში გეგმავს. საქართველოში კი ძიება სუს-მა ორი მუხლით დაიწყო - საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია უყურადღებოდ დატოვოს.
"ვხედავთ ამ სიყალბეს და სიცრუის კამპანიის ნაწილში, რომ თავად წყაროც უკვე გაემიჯნა საკუთარ თავს, რაც, კიდევ ერთხელ, სასაცილო მდგომარეობაში აყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე ამ სიუჟეტის ავტორს. "ქართული ოცნება" არ აპირებს, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია უყურადღებოდ დატოვოს და ყველა ინსტანციაზე მოხდება ამ საჩივრის წაყენება," - აცხადებს მარიამ ლაშხი.