ცნობილია ვინ არის მამაკაცი, რომელმაც  ქუთაისში ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა

giorgi dzagnidze

დადგენილია მამაკაცი, რომელმაც  ქუთაისში ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა. „მთავარის“ ინფორმაციით, ის 40 წლის გიორგი ძაგნიძეა. ის 500 ლარით დააჯარიმეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში აგრესორი ქვეყნის მთავარი სიმბოლოს აღმართვისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. პირიქით, გეგმავს სასამართლოს თავად მიმართოს და პატივისა და ღირსების შელახვისთვის იჩივლოს. თავად ძაგნიძე მედიასთან არ ჩნდება.

ძაგნიძის დედა "მთავარ არხთან" ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია იმაში, თუ რუსული დროშა ქუთაისში იფრიალებს.

„ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან, მთელი კომუნისტები რუსეთი რუსეთიო იძახდნენ და ჩვენ ასე ვისწავლეთ. ცუდი არაფერი გაუკეთებია. თუ შევრიგდებით და ერთად ვიქნებით, ამაზე უკეთესი რა არის“,- ამბობს ძაგნიძის დედა.

ოკუპანტის დროშა ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, გუშინ გამოფინეს.