დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
კაცს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის თავს ჩაქუჩით დაესხა, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლომ კანადის 40 წლის მოქალაქე დევიდ დეპეიპი დამნაშავედ ცნო ფედერალურ ოფიციალურ პირზე თავდასხმასა და გატაცების მცდელობაში.
შემთხვევა 2022 წლის ოქტომბერში სან-ფრანცისკოში მოხდა. დეპეიპი პელოსების სახლში ჩაქუჩით შეიჭრა და ყვიროდა: „სად არის ნენსი?“. შემთხვევის დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ვაშინგტონში იყო. ამის შემდეგ დეპეიპმა 82 წლის პოლ პელოსის პოლიციის თვალწინ რამდენჯერმე ჩაქუჩი დაარტყა.
პროკურატურა დევიდ დეპეიპისთვის 40-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მას ასევე წაყენებული აქვს ბრალი კალიფორნიის შტატის დონეზე, სადაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება.