დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხერსონის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ მიკოლაივს ბომბავენ, დაღუპულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმი ადასტურებს.
ვიტალი კიმის ცნობით, ოკუპანტები ქალაქის ცენტრსა და საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ, რის შედეგადაც დაღუპულები არიან როგორც ქუჩაში გამვლელები, ასევე სახლში მყოფებიც.
სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და დარჩნენ თავშესაფრებში.