„ნუ ეტყვით ამას ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა!“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის მიმართვა
1782848950
,,ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დაასახელა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოხდა ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლება.
ამის პარალელურად კი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანი წითლიძე ღიად ამბობს, რომ "ნაცმოძრაობაში" თავმჯდომარეების ხშირი ცვლა გამჭვირვალე თამაშის წესების არარსებობის ბრალია.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გასვენების პროცესია.
"ცხადზე ცხადია, რომ ამ პარტიას არაფერი ეშველება. საბოლოო ჯამში, ეს არის მათი პოლიტიკური გასვენების პროცესი და ეს აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის პოზიტიური მოცემულობით, როდესაც ასეთი რადიკალური, კრიმინალური, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები გაქრებიან პოლიტიკური ველიდან", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.