შენობები „სტიროქაფით" იყო აშენებული... - მაშველებს ადგილზე დაუჯერებელი სურათი დახვდათ (ვენესუელა)

ვენესუელა

ზედიზედ, 2 დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ გრძელდება. 

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მაშველებმა აღმოაჩინეს, რომ დანგრეული შენობები „სტიროქაფით" იყო აშენებული. 

სტიროქაფი (ასევე ცნობილი როგორც გაფართოებული პოლისტიროლი - EPS) არის მსუბუქი, ფოროვანი, სინთეზური საიზოლაციო და შესაფუთი მასალა, რომელიც  98% ჰაერისა და 2% პოლისტიროლისგან შედგება. გამოიყენება შენობების ფასადების, სახურავების, იატაკებისა და საძირკვლების თბოიზოლაციისთვის.

 

ცნობისთვის, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლებიც ლათინური ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, 24 ივნისს, საღამოს, კარაკასიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით მოხდა. 

ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3  ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს.