ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
რუსეთის მთავრობამ გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომლის თანახმადაც სარკინიგზო გამშვები პუნქტები ლატვიის, ფინეთისა და ესტონეთის საზღვარზე დაიკეტა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დაკეტილ გამშვებ პუნქტებს შორისაა სანკტ-პეტერბურგი - ვიბორგი, რომელიც რუსეთსა და ფინეთს რკინიგზით ერთმანეთს აკავშირებს.
გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად რიგას, ჰელსინკისა და ტალინს აცნობოს.