პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ამ გადაწყვეტილების განხორციელებისას, ეყრდნობოდა გარკვეული ადამიანების რჩევას და გარკვეული ადამიანების წინადადებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის საინტერესოა, ვინ არის ის ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ეს ურჩია.
„მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ნაბიჯი იყო გამოწვეული იმით, რომ მას არ ჰქონდა მიღებული სწორი ინფორმაცია იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. შესაბამისად, ცხადია, როგორც საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ამ გადაწყვეტილების განხორციელებისას, სააკაშვილი ეყრდნობოდა გარკვეული ადამიანების რჩევასა და მათ წინადადებას.
შესაბამისად, ცხადია, საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესოა, ეს ხალხი ვინ იყო და ამაზე პასუხი მიხეილ სააკაშვილს ექნება. ჩვენ ეს არ ვიცით და მის მაგივრად ვერაფერს ვიტყვით. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს შექმნილია ყოფილი პრეზიდენტის გარშემო, ამ სახელმწიფოსთვის დამღუპველი და დამანგრეველი იქნება. სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმება და შესაძლო დაღუპვა საქართველოს ციხეში – ამ ვითარებაზე პასუხისმგებელია ის ხალხიც, რომლებმაც ადეკვატურად ვერ შეაფასეს, რა შედეგები მოჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ იმაში, რაც შეიძლება, ძალიან მძიმედ დასრულდეს. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეს ხალხი და შესაბამისად, მათ მოტივაციაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამჟღავნდება და რაც უფრო მალე გამჟღავნდება, მით უკეთესია. საზოგადოებას აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა სამდაშვილმა.