წითლიძე და ენმ-ს სხვა ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ - „ამიტომ მიყვარს ჩემი პარტია“

ანა

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარის, ანი წითლიძის ფოტოს თანახმად, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში იმყოფება.

"ამიტომ მიყვარს ჩემი პარტია. მიუხედავად ბევრი მიუხედავისა, მაინც ეს ხალხი ვართ. ფოტოზე: წინა ხელისუფლების ორი მინისტრი. პოლიტსაბჭოს წევრები.

გენერალი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი. ეს ჯერ ნაწილია ვინც ვნახე და მთავარი ბიჭები აწი უნდა ვნახო. და რა თქმა უნდა ქართული ლეგიონი უკრაინაში ",- წერს ანა წითლიძე.

წითელაძესთან ერთად ფოტოზე არიან: ზაზა გოროზია გიორგი ბარამიძე, თეიმურაზ ჯანაშია, კობა ხაბაზი.