ცესკომ ფოთში, საარჩევნო უბნის წევრის გარდაცვალების ფაქტზე, ინფორმაცია გაავრცელა

ცესკო

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ინფორმაცია ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გაავრცელა.

„ფოთის, მე-15 საარჩევნო უბნის წევრი, ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ცესკო მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.