ცდილობენ, პოლიტიკას ამოეფარონ - გარე უფროსებისგან დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ - ლევან მაჭავარიანი ბაჩიაშვილზე

ლევან მაჭავარიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. ბოლო დღეებში, სასამართლო სხდომებზე და სხდომების შემდეგ, ბაჩიაშვილის განცხადებები "ქართული ოცნების" შეფასებით, ზუსტად იმეორებს მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის რიტორიკას, რომლებიც დაკავებისა და ბრალის წარდგენის შემდეგ, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმაც ეს გზა აირჩია და ცდილობს, პოლიტიკას შეაფაროს თავი.

"ჩვენ რასაც ვუყურებთ, ასეთი ტენდენციაა, რომ როდესაც რაიმე ტიპის დანაშაულში ბრალდებულები და შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონი ჯაფარიძისა და ბატონი ხაზარაძის ქეისიც, ამ შემთხვევაში, უკვე ბატონი ბაჩიაშვილიც მიუერთდა მათ რიგებს, ისინი ცდილობენ, პოლიტიკას ამოეფარონ და მათი გარე უფროსებისგან, ვინც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოაბრუნონ უკან მართული აგენტები, რომლებიც მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, შემდეგ ერთი და იგივე რიტორიკას გვთავაზობენ, ერთი და იგივე მესიჯბოქსით მოქმედებენ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.