მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ეხმაურება. (სტილი დაცულია).
„ცასავით ნათელია ნაცპუტჩისტების პოზიცია სამეგრელოსთან დაკავშირებით. ცუდი ის არის, რომ ამ პოზიციას ნიკა ანზორის ძე ახმოვანებს. ამას ვამბობდი სულ ორივე არჩევნების მსვლელობისას, ედიკას პოლიტმემკვიდრე ძალა, უდავოდ სიძულვილით არის განმსჭვალული ზვიადის ერთგული სამეგრელოსადმი-თქო. ესაა სიმართლე.
P.S. ანზორ მელია იყრიდა კენჭს ზუგდიდის მერად, აი ამ პარტიულ მიდგომებს არის ზუსტად ზუგდიდი გადარჩენილი, თუმცა მაგ პარტიისგან, კასტილებიანი ხალხიც ახსოვს სამეგრელოს და ასეთი მიდგომა არ არის გასაკვირი მათგან“,- წერს გიორგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „2008 წელს ძირითადად, აქტიური ადამიანები იბრძოდნენ. მეგრელმა კი ტანკს გააყოლა თვალი, განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს“.
ცასავით ნათელია ნაცპუტჩისტების პოზიცია სამეგრელოსთან დაკავშირებით.ცუდი ის არის,რომ ამ პოზიციას ნიკა ანზორის ძე ახმოვანებს.ამას ვამბობდი სულ 2ვე არჩევნების მსვლელობისას,ედიკას პოლიტმემკვიდრე ძალა,უდავოდ სიძულვილით არის განმსჭვალული ზვიადის ერთგული სამეგრელოსადმი-თქო.ესაა სიმართლე. pic.twitter.com/2dfa8UyyXm
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) February 6, 2022