29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753730395
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის კოლეგით, ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია. ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ იმ 50-დღიანი ვადის შემცირებას აპირებს, რომელიც მოსკოვს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მისცა.
მან აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არაერთხელ წაუყვანია, თუმცა შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი შემდეგ რომელიმე ქალაქის მიმართულებით რაკეტებს უშვებს და ბევრ ადამიანს კლავს.
„იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, ძალიან იმედგაცრუებული. ვაპირებ შევამცირო ის 50 დღე, რომელიც მას მივეცი, იმიტომ რომ, ვფიქრობ, უკვე ვიცი, რაც მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
14 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.