კარგი სიახლე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება
1785162228
როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნულ პირთა ჯგუფი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის მხრიდან ამ თემაზე საუბარი, საზოგადოებამ, შესაძლოა, ირიბ აღიარებადაც აღიქვას.
„ფაქტობრივად ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან, ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და იმისთვის, რომ სათანადო სამართლებრივ პროცედურებამდე მივიდეს საქმე, საჭიროა მკაფიო აღიარება იმის, რაც მთელმა საზოგადოებამ 4 ოქტომბერს იხილა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვა გაავრცელა. მან ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდა, რომ დათანხმდნენ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.