თორნიკე ჭეიშვილი: ევრობიუროკრატები რატომღაც შეაწუხა იმან, რომ თურმე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ გაერთიანება ერთმანეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს მაშინ, როდესაც თავად არაერთხელ გამხდარან აღნიშნულის სტანდარტის დამრღვევები

თორნიკე ჭეიშვილი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება ევრობიუროკრატების განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათთვის მიუღებელია აშშ-ის მხრიდან კრიტიკა და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

„უკვე შეერთებული შტატებიდან დაიწყო საუბარი, აპელირება იმაზე, რომ ევრობიუროკრატია არის ძალიან ღრმა კრიზისში. [ევრობიუროკრატები] რატომღაც შეაწუხა იმ ამბავმა, რომ თურმე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ გაერთიანება ერთმანეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს მაშინ, როდესაც სწორედ თავად არაერთხელ გამხდარან აღნიშნულის სტანდარტის დამრღვევები”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.