„ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1784811589
დაახლოებით, 7-8 თვე ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი, ელოდებოდა რწმუნებათა სიგელების გადაცემას. დღევანდელი ცერემონია უკვე აჩენს გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდგომ პროცესები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გერმანიასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აქვთ იმედი, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საქართველო მნიშვნელოვან თანამშრომლობას კვლავ აღადგენს.
„უკვე გარკვეული პოზიტიური იმპულსები არის. თუნდაც, დღევანდელი ცერემონია, რწმუნებათა სიგელების გადაცემისა, რაც ასევე გაჭიანურდა თვეების განმავლობაში - დაახლოებით, 7-8 თვე ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი ელოდებოდა ამ მომენტს, ეს უკვე აჩენს, გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდგომ პროცესები.
ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან აღვადგენთ იმ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ იყო გამოხატული, როგორც ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ურთიერთობებში, ისე საგანმანათლებლო სფეროში, ან გნებავთ, კულტურის სფეროში, სამართლებრივ სფეროში არ შეიძლება, არ აღინიშნოს ეს პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ვნახოთ, ჩვენი მხრივ ამის მზაობა გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კუთხით, მაგრამ იმედია, რომ სამომავლოს სამართლიანი და სწორი მიდგომები, რასაც გამოავლენს გერმანული მხარე როგორღაც მოახდენს იმ ნეგატივის გადაფარვას, რაც დაგროვდა უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში ელჩ პეტერ ფიშერის საქმიანობის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კუთხით“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად კი დაახლოებით, წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.
ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.