რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
USAID-ის, NED-ის სკანდალის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ენჯეო“ სექტორთან მიმართებით გამჭვირვალეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა იყო აუცილებელი ბერკეტი იმისთვის, რომ სპეცსამსახურების საქმიანობაზე მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე.
მისი თქმით, ეს კანონი ასევე საჭირო იყო იმისთვის, რომ „ენჯეოს“ თანამშრომლები, მათი ნებით თუ ნების გარეშე რომ არ ყოფილიყვნენ გამოყენებულნი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილ მზაკვრულ გეგმებში.
დეპუტატი ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებასგამოეხმაურა, სადაც ის საუბრობს, რომ არაერთხელ, ევროპაშიც და უკრაინაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოყენებული.
„USAID-ის, NED-ის სკანდალის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ენჯეო“ სექტორთან მიმართებით გამჭვირვალეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, იყო აუცილებელი ბერკეტი იმისთვის, რომ სპეცსამსახურების საქმიანობაზე მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება. „ენჯეოს“ თანამშრომლები, მათი ნებით თუ ნების გარეშე რომ არ ყოფილიყვნენ გამოყენებულნი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილ ძალიან მზაკვრულ გეგმებში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა