ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
საერთაშორისო დამკვირვებლის, ნეკოდემ იაინის განცხადებით, საარჩევნო პროცესი ნათელი და გამჭვირვალე იყო. მისივე თქმით, ის აკმაყოფილებს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.
ნეკოდემ იაინი ხაზს უსვამს, რომ ამ პირობებში არჩევნების გაყალბება თითქმის შეუძლებელი იყო.
"ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანს ვეწვიეთ ბათუმში და მის შემოგარენში. არ შემინიშნავს რაიმე ინციდენტი. იყო შემთხვევები, მაგალითად, ხალხმა არ იცოდა, როგორ მიეცა ხმა, რადგან ეს არის ახალი სისტემა. ზოგჯერ ეს ძალიან დამაბნეველი იყო, მაგრამ თავად სისტემა ძალიან სასარგებლოა. კომისიის წევრები კარგად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას. ასე რომ, თითქმის შეუძლებელია არჩევნების გაყალბება. პროცედურა ძალიან ნათელი და გამჭვირვალეა, აკმაყოფილებს საერთაშორისო, დემოკრატიულ სტანდარტებს. არჩევნების შედეგი ძალიან სწრაფია, ელექტრონული აღრიცხვის სისტემის წყალობით. პროცედურა იყო გამჭვირვალე და ინოვაციური", - განაცხადა ნეკოდემ იანმა.