ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

irakli kobaxiZe

ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის.

„ყველა შემთხვევაში პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს.

ჩემი მიზანი იცით რაც არის, 64-ვე მუნიციპალიტეტში გვინდა, მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.