1734521246
ტიერი მარიანი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე: 80 პროცენტით ცარიელი დარბაზი ესალმება მას, ვინც უარს ამბობს თავისი ადგილის ახალი პრეზიდენტისთვის დათმობაზე - ეს მოწვევა ახალი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი უარყოფს ქართველების არჩევანს
![ტიერი მარიანი ტიერი მარიანი](https://primetime.ge/uploads/files/2024/10/09/101333/tieri-mariani_w_h.jpeg)
ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ის წერს, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას, დარბაზის 80 პროცენტი ცარიელი იყო, ხოლო სტრასბურგში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 12 დღით ადრე მისი მოწვევა, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი ქართველების არჩევანს უარყოფს.
„უცნაურია... 80 პროცენტით ცარიელი დარბაზი ესალმება მას, ვინც საქართველოს პრეზიდენტია 29 დეკემბრამდე და რომელმაც უნდა დაუთმოს თავისი ადგილი ახალ პრეზიდენტს, რაზეც ის უარს ამბობს. 29 დეკემბრამდე 12 დღით ადრე ეს მოწვევა სტრასბურგში, არის ახალი ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი უარყოფს ქართველების არჩევანს“, - წერს ტიერი მარიანი.
Étrange…un hémicycle vide à 80% pour accueillir celle qui est Présidente de la #Géorgie jusqu’au 29 déc. et qui doit laisser sa place au nouveau Pdt…ce qu’elle refuse
— Thierry MARIANI (@ThierryMARIANI) December 18, 2024
À 12 jours du 29/12,cette invitation à Strasbourg est une nouveau signe que l’UE refuse le choix des géorgiens pic.twitter.com/kZiTSArBGw