სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი ფრენა შესრულდა

სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი ფრენა შესრულდა

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ავიარეისი დამასკოდან ალეპოში განხორციელდა. რეისი Siryan Airlines-მა შეასრულა. დამასკოს აეროპორტი 8 დეკემბრიდან იყო დაკეტილი.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. მოგვიანებით ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია.