ექსკლუზივი: "დილით, გაღვიძება მიხარია..." - ნინი ქარსელაძის პირად ცხოვრებაში სიახლეა
1764273120
როდესაც ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც არის მაგალითად საქართველო, მიიღო ანალოგიური კანონი, ევროპაში სკანდალი დაიწყო. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკეთებთ თითქმის იმავეს, რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოში ორი წლის წინ. ევროპაში ბევრი რამ არალოგიკურია. ეს დაახლოებით ასე ჟღერს - არ გააკეთო ის, რასაც მე ვაკეთებ. დღეს ევროპაში გარკვეული პარანოია არსებობს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე.
მისი თქმით, კანონი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით სკანდალის საფუძველი გახდა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც მოქმედებს. ევროკავშირის მიდგომა კი ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტის ნათელი გამოხატულებაა.
„სინამდვილეში, როდესაც ამ კანონპროექტს გავეცანი, მივხვდი, რომ მსგავსი კანონი ბევრ ქვეყანაში არსებობს. და როდესაც ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც არის მაგალითად საქართველო, მიიღო ანალოგიური კანონი, ევროპაში სკანდალი დაიწყო. რადგანაც როგორც ყოველთვის, არსებობს ორმაგი სტანდარტი და ერთგვარი თვალთმაქცობა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკეთებთ თითქმის იმავეს, რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოში ორი წლის წინ. მთავარი განსხვავება ის არის, რომ როცა ეს მოხდა საქართველოში, ევროპულმა ინსტიტუტებმა გითხრეს, რომ ეს ძალიან ცუდია და უნდა გააუქმოთ კანონი.
ევროპაში ბევრი რამ არალოგიკურია. ეს დაახლოებით ასე ჟღერს - არ გააკეთო ის, რასაც მე ვაკეთებ. დღეს ევროპაში გარკვეული პარანოია არსებობს.
მე ვფიქრობ, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის - საქართველოსთვის, ევროპისთვის, საფრანგეთისთვის. სწორედ ამიტომ, მე არ მქონია რეაქცია, როცა საქართველომ მიიღო ასეთი ტიპის კანონები. და ამიტომ არ გავოცდი ახლაც, როცა ევროპამაც შემოგვთავაზა მსგავსი რეგულაცია. კვლავ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ მის წინააღმდეგ. უბრალოდ უცნაურია, როცა ადამიანები, ვინც დღეს მხარს უჭერენ ამ კანონს ევროპარლამენტში, აცხადებენ, რომ იგივე კანონი სხვა ქვეყანაში მიუღებელია“, - განაცხადა ტიერი მარიანმა.
ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.