თენგო კირთაძე: 4 ოქტომბერი პროტესტის ნაწილია, მასში მონაწილეობას ვაპირებთ, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ აბსურდული დაპირებები გავცეთ, შემდეგ კი, პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს გავუნაწილოთ

თენგო კირთაძე

4 ოქტომბერი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის პროტესტის ნაწილია. მასში მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ რაღაც აბსურდული დაპირებები გავცეთ, შემდეგ კი, პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს გავუნაწილოთ. ამას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ წევრმა, თენგო კირთაძემ განაცხადა.

კირთაძეს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

„ძალიან გთხოვთ, პაატა ბურჭულაძის ბოდვაზე პასუხი მოსთხოვეთ პაატა ბურჭულაძეს. მე მის თავში არ ვზივარ, არ ვიცი, რას ფიქრობს, რა დაგეგმა, ამიტომ „ფედერალისტები“ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ჩვენ ქართველ საზოგადოებასთან ერთად უწყვეტ პროტესტში ვართ. 4 ოქტომბერი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის პროტესტის ნაწილია. ჩვენ მასში მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ, მაგრამ იმ მხრივ, რომ რაღაც აბსურდული დაპირებები გავცეთ, შემდეგ პასუხისმგებლობა ქართველ ხალხს გავუნაწილოთ – ამას არ ვაპირებთ. ამაზე პაატა ბურჭულაძეს და იმ ხალხს უნდა დაელაპარაკოთ, რომლებმაც ამ თვეების განმავლობაში დაპირებები გასცეს“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „4 ოქტომბერს არ არის აქცია, არის ეროვნული კრება, კენჭს ვუყრით, გვინდა თუ არა მოქალაქეებს, ავიღოთ ხელში ხელისუფლება, ყველანი ვიტყვით – კი, იმ წუთიდან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი“.