Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროტოკოლების 100% დაამუშავა. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში პრეზიენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ ხმათა 50,16% დააგროვა და უმრავლესობა მოიპოვა.
მეორე ადგილზე „პატრიოტული ბლოკია“ ხმათა 24,19%- ით. მესამე პოზიციაზეა ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია „ალტერნატივა,“ რომელსაც 7,97% აქვს. მას მოჰყვება „ჩვენი პარტია“ ხმათა 6,20%-ით. მოლდოვის დემოკრატიული პარტია კი 5,62%-ით მეხუთე ადგილს იკავებს.
სხვა სუბიექტებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. არჩევნებში ელექტორატის 52%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში ხმა 1,6 მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა.