Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ ინსტიტუციური განვითარების გრანტის საჯარო კონკურსთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა.
მისივე თქმით, საგრანტო განაცხადი თანხვედრაში უნდა იყოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ პრიორიტეტულ მიმართულებებთან და მიზნობრივ პროგრამებთან.
„მიმდინარე საჯარო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებას და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას. კონკურსი გაგრძელდება 27 ოქტომბრამდე. დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ერთი საგრანტო განაცხადი, რომლის საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 700 ათას ლარს და ის თანხვედრაში უნდა იყოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნობრივ პროგრამასთან“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.