Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, თუმცა ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.