მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის და ბელორუსის მოქალაქეები სხვა პირებთან ერთად, თბილისში და ბათუმში მდებარე ოფისებიდან ეწეოდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ვირტუალური აქტივის კონვერტაციას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს დიდი ოდენობით, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
„სამართალდამცველებმა თბილისში და ბათუმში მდებარე მათი ოფისების და პირადი ჩხრეკის შედეგად 246 975 აშშ დოლარი, 103 210 ლარი, 1 705 ევრო, 1 380 შვეიცარიული ფრანკი, 41 570 რუსული რუბლი, 750 თურქული ლირა, 759 აზერბაიჯანული მანათი და 575 არაბული დირჰამი, ასევე სხვადასხვა სახის ტექნიკა, მობილური ტელეფონები და დოკუმენტაცია ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.