თენგიზ თევზაძე არის პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული, ხოლო მისი ოჯახის წევრები არიან "ნაცმოძრაობის" შემომწირველები - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

"ამასობაში პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრება და ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია. თენგიზ თევზაძის პოლიტიკური გემოვნების შესახებ მანამდეც არაერთხელ მსმენია, მაგრამ ფაქტები მაინც გადავამოწმე. მოკლედ, ეს კაცი არის პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული, ხოლო მისი ოჯახის წევრები არიან "ნაცმოძრაობის" შემომწირველები",- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"კერძოდ, მისი ოჯახის წევრებს, დას და მამას 2020 წელს საკმაოდ სოლიდური თანხები აქვთ გადარიცხული ამ პარტიის ყულაბაში (იხილეთ ფაქტები). ახლა ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას - ამ კაცს როგორ შეიძლება ცესკო ჩააბაროთ, როდესაც პარტიული აქტივისტია და მთელ თავის რესურსს, მათ შორის ფულად რესურსებს  ნაციონალური მოძრაობისთვის ხარჯავს? როგორ შეიძლება ამ პიროვნებამ ჩაატაროს ობიექტური არჩევნები? ცხადია, ეს გამორიცხულია. უბრალოდ ვურჩევდი, თავი დაანებოს სხვადასხვა შირმის მორგებას და პირდაპირ და ღიად ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანდეს!",- წერს ნიკოლეიშვილი.