თენგიზ შარმანაშვილი: შეუძლებელია რომელიმე ქართველი პატრიოტი მხარს უჭერდეს სახელმწიფოებრიობის დანგრევას, დესტაბილიზაციის მოწყობასა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღებას საქართველოში

თენგიზ შარმანაშვილი

შეუძლებელია რომელიმე ქართველი პატრიოტი მხარს უჭერდეს სახელმწიფოებრიობის დანგრევას, დესტაბილიზაციის მოწყობასა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღებას საქართველოში, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ამის დაჯერება ძალიან უჭირს.

„თუ რამდენიმე უპასუხისმგებლო პირი არის, რომელიც მათ შეუერთდება რადიკალურ ქმედებებში და არა აქციებში, მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ქართული სასამართლოს წინაშე პასუხს აგებენ. აქციებში კი ბატონო, მშვიდად მიიღონ მონაწილეობა”, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ოპოზიცია ოთხი ოქტომბრის აქციისთვის ემზადება და ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, თუმცა ძალადობრივი პროცესების განვითარების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს.