BBC: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი დაშორდნენ

კიდმანი და ურბანი

20-წლიანი ქორწინების შემდეგ, მსახიობი ნიკოლ კიდმანი და მომღერალი კიტ ურბანი დაშორდნენ. ინფორმაციას BBC წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემამ ასევე დაადასტურა მანამდე სხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ წყვილი ზაფხულიდან ცალ-ცალკე ცხოვრებას, კიდმანს კი ქმართან დაშორება არ უნდა. დაშორების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ოსკაროსანი მსახიობი და „გრემის“ ოთხგზის გამარჯვებული მუსიკოსი 2006 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ: 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი.