ჯეი დი ვენსის თქმით, „დემოკრატების“ პოზიციის გამო მთავრობის მუშაობას დროებით შეჩერება ემუქრება

ჯეი დი ვენსი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თქმით, „დემოკრატების“ პოზიციის გამო მთავრობის მუშაობას დროებით შეჩერება ემუქრება.

ვენსმა თეთრ სახლში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ორპარტიული შეთანხმება მთავრობის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ შედგა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, „დემოკრატების“ უსაფუძვლო პოზიციის გამო ამერიკის რიგითი მოქალაქეები დაზარალდებიან.

„პოლიტიკის კუთხით აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა გამოიყენებოდეს ბერკეტად, რომ ვერ დავაფინანსოთ ჩვენი ჯარი, ან მთავრობის სოციალური სერვისები. განსხვავებული პოზიციები არ უნდა გახდეს მთავრობის მუშაობას შეჩერეების საფუძველი. ეს არის ამერიკელი ხალხისთვის შუბლზე იარაღის მიბჯენა და იმის თქმა, რომ თუკი ყველაფერს ისე არ გააკეთებთ, როგორც „დემოკრატებს“ სურთ, მაშინ მთავრობას დაგიხურავთო. ეს არის მიუღებელი. ამერიკელი ხალხი დაზარალდება. ჩვენ ვთავაზობთ ერთობლივად მუშაობას, თუმცა უსაფუძვლოდ ამბობენ უარს და ეს ყველაფერი მთავრობის დახურვისკენ მიდის“, - თქვა ვენსმა.