ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ღაზაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა ახლა „ჰამასზეა“ დამოკიდებული

გიდეონ საარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ღაზაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა ახლა „ჰამასზეა“ დამოკიდებული. ამის შესახებ მან ბელგრადში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც საარმა აღნიშნა, ისრაელის მიერ ტრამპის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის მიღება გასაკვირი არ არის, რადგან ისრაელი დასახული მიზნების ერთგულია, რაც გულისხმობს „ჰამასის“ შეიარაღებული შესაძლებლობების განადგურებას, მძევლების გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს მომავალში საფრთხეს ისრაელისთვის.

მინისტრის თქმით, ისრაელის ხელისუფლებას ურჩევნია, ამ მიზნებს დიპლომატიური საშუალებებით მიაღწიოს.

„დღეს ასევე ჩვენ უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული მიზნების ერთგული ვართ“, – განაცხადა საარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ „ჰამასია“ პასუხისმგებელი ომის გახანგრძლივებაზე კონფლიქტზე დასრულებაზე უარის თქმით.

გიდეონ საარის თქმით, „ჰამასს“ ჯერ არ მიუღია შეთავაზებული გეგმა.

„წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ისინი ჩვეულებრივ ცდილობენ პირობების შეცვლას და მათი შესრულებისგან თავის არიდებას, თუმცა ვნახოთ“, – აღნიშნა საარმა.