,,წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება” - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1766950662
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეტენზია აქვს, რომ მუდმივად მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდეს და ფასებთან მიმართებაში ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ ეს მაჩვენებლები დააზიანოს.
როგორც ჟურნალისტებს თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური გარკვეული კანონები მოქმედებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ქმედითი არ არის და დახვეწას მოითხოვს.
„რა შეიძლება გაკეთდეს? – პირველ რიგში, უფრო გამოცდილი ქვეყნების მაგალითები და გზები უნდა შევისწავლოთ, ისინი ამას როგორ აკეთებენ. საკმაოდ სერიოზული კანონმდებლობა და რეგულაციები აქვს ამერიკას, რომელიც ბალანსის დაცვას ცდილობს მომხმარებლის უფლებებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. იცით, ამერიკაში ბიზნესი და მომხმარებელთა უფლებები რა დონეზეა დაცული. ჩვენ ამ გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და იქაური პლუს-მინუსის შესწავლა გვსურს. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მუდმივად მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდეს, ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ ეს მაჩვენებლები დააზიანოს. ამას არაფრით გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დაზარალებული იყოს. ყველაზე რთული კარტერულ გარიგებებთან ბრძოლაა. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. მსოფლიო ამისგან თავის დაცვას ცდილობს”, – განაცხადა შარმანაშვილმა.