,,წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება” - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1766950662
ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას არ ისახავს მიზნად, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა კავშირების გაწყვეტა.
„ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ არ არის მიმართული. თუ ერთ დღეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დადგება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საკითხიც აუცილებლად დადგება და როდესაც ეს მომენტი იქნება, ჩვენ დავსხდებით და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები თანდათან ღრმავდება“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მირზოიანმა ასევე თქვა, რომ შირაკის რეგიონში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა სომხეთის ხელისუფლების დღის წესრიგში არ შედის.
კითხვაზე, ემუქრება თუ არა რუსეთი სომხეთს ჰიბრიდული ომით, როგორც ამას სომხეთისთვის ფინანსური დახმარების გამწევი ევროპელი თანამდებობის პირი აცხადებდა, მინისტრმა მირზოიანმა უპასუხა: „დეზინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი განა რუსი ექსპერტისგან, პარლამენტის წევრისგან არ მოდის? ამიტომ, ჰიბრიდული საფრთხეები შეიძლება სხვადასხვა წყაროდან მოდიოდეს, მათ შორის რუსეთიდან“.