„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1773391100
მართლები ვართ ნებისმიერი სასამართლოს წინაშე წარვდგებით და ამ სასამართლო პროცესს იქით შევუტრიალებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა კითხვის საპასუხოდ, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნიდან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ თუ ჰააგას სასამართლოს მიმართავენ, რა პოზიცია ექნება ქვეყნის ხელისუფლებას.
დეპუტატის თქმით, საერთაშორისო სასამართლოში, სადაც საქართველოს ხელისუფლება წავიდა, ყველგან მოიგო, რადგან მათ მხარეს სიმართლეა.
„რუსებსაც იმიტომ მოვუგეთ, რომ ჩვენს მხარეს სიმართლე იყო. შემდეგ თავისი ცრუ ნარატივებით საერთაშორისო სასამართლოში რამდენჯერაც წავიდნენ, ყველგან დამარცხდნენ. ახლა ამბობენ, რომ არა მხოლოდ ჰააგის სასამართლოში წავლენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებების საკითხებს სწავლობს. პირველად ირაკლი კობახიძემ არ თქვა, რომ მზად არის, საერთაშორისო ორგანიზაციებს ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს და საიდუმლო დოკუმენტებიც კი გააცნოს? ამ ყველაფერს უკან გვიბრუნებენ? დასკვნაში ამბობენ, რომ შეიძლება, ეს გაკეთდეს, შეიძლება – ის. გააკეთონ. მართლები ვართ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე წარვდგებით და ამ სასამართლო პროცესს იქით შევუტრიალებთ. ყველაფერი ჩვენს მხარესაა. ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ. როცა დავამტკიცებთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა ქვეყანაში, იმის დაკონკრეტებას მოვითხოვთ. ეს ბრალდებები საიდან და რა მიზნით წამოვიდა. ასევე იმის დაკონკრეტებას მოვითხოვთ, საქართველოში ამ დესტრუქციის შემოტანა ვის აწყობდა. წაიღონ, ეს მათი სასამართლო პროცესი იქნება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.