აშშ-ის საიდუმლო ექსპერიმენტი - რატომ გაუშვეს კოსმოსში 480 მილიონი ნემსი
1789201514
ანტიამერიკული კამპანია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაცინვა, ლანძღვა და მექრთამეობაში დადანაშაულება - მმართველი გუნდი ტელეკომპანია "ფორმულაზე" გასულ გადაცემაზე საუბრობს, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპი და ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ჯერ გააკრიტიკეს, შემდეგ კი მათ დასცინეს. პირდაპირი ეთერის თემა შტატების შუალედური არჩევნები იყო.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული არხების მიერ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გაკრიტიკება ულტრალიბერალური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, რადგან მათთვის ნებისმიერი ადამიანი მიუღებელია, ვინც ამ შეხედულებებს არ იზიარებს:
"ეს არის სექტა, ჩვეულებრივი პოლიტიკური სექტაა და აქაური სექტანტები არიან იმ დიდი სექტის ნაწილი. აქ ისინი ამერიკას, როგორც სახელმწიფოსთან მეგობრობას კი არ აპირებენ, მათ უნდათ იმეგობრონ იმ ამერიკელებთან, რომლებიც არიან ულტრარადიკალები, არიან ულტრამემარცხენეები და არიან ულტრალიბერალები. ასევე აკეთებენ ევროპელები. მარტა კოსმა ხომ განაცხადა, რომ მაგასთან ვისაც ექნება ურთიერთობა, ის მაგალითად ჩვენთან ვერ იმეგობრებს. საქართველოშიც იგივე ხდება. ჩვენთან რატომ არიან დაპირისპირებულები? იმიტომ არიან დაპირისპირებულები, რომ ჩვენ არა ვართ ულტრალიბერალები, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები ვართ და ჩვენ ჩვენი წარმოდგენები გვაქვს, ვთქვათ ევროპულ ცივილიზაციაზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის იმ ულტრალიბერალურ შეხედულებებთან, რომელმაც ლამის დაღუპვამდე მიიყვანოს ევროპა.
მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ და ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ დღის წესრიგს, ამ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება. და ამის მაგალითი ვნახეთ გუშინ ჩვენ. ნურავინ ნუ იტყვის, რომ პროამერიკელია ახლა. ეს არხები, რომლებიც ფინანსდებიან და რომლებიც არიან, "ნაციონალური მოძრაობიდან" ან კრებსითი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ისინი ხარჯავენ ამაში ფულს, აი, ამ პროპაგანდას ეწევიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ამერიკა, არც მათი შეხედულება, ნებისმიერი ადამიანი მტერია, ამერიკის პრეზიდენტი იქნება თუ ვინც გინდა იყოს, თუ ქართველი ადამიანი, რომელსაც აქვს არა ულტრალიბერალური შეხედულებები და ვინაიდან იქიდან სარგებელს უკვე აღარ ელიან, ამ ფულად სარგებელს, რა თქმა უნდა, უკვე დასცინიან,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ნინო ჟიჟილაშვილმა რესპონდენტთან ერთად ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. ითქვა, რომ პრეზიდენტის დაპირება 5 000 დოლარი ყველა ამერიკელს, "ერთი მილიონი ყველა სოფელს" დაპირებას ახსენებთ. სასაცილო და არასერიოზული უწოდეს თეთრი სახლის ლიდერის საარჩევნო პროგრამასაც.
აპირებს თუ არა საქართველოში ამერიკის საელჩო დააფიქსიროს პოზიცია "ფორმულაზე" გაჟღერებულ ანტიამერიკულ განცხადებებზე - "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას წერილი მისწერა.