ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ჯო უილსონი ხან ამ საპარლამენტო ასამბლეაში წამოყოფს თავს, შემდეგ შეიძლება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამავე ტიპის რეზოლუციის სპონსორად მოგვევლინოს, შემდეგ საკუთარი ქვეყნის კონგრესში და ა.შ.
„ეს არის კარგად ორგანიზებული მანქანა, რომელიც ჩართულია და მოქმედებს. როდესაც ეს მანქანა დაქოქილია და მუშაობს, სანამ ვინმე ისევ ამ წრიდან არ ეტყვის, რომ შეჩერდნენ, ისევ იმოქმედებს. უზარმაზარი თანხები იხარჯება იმაში, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები იყვნენ პროქსი ქვეყნები, მიაღებინონ მონაწილეობა სხვადასხვა დესტრუქციულ ქმედებებში თავისი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად და რა მოუვა საქართველოს ამ ინტერესების გატარების პროცესში, ამას მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ დაფინანსებას გამართლება უნდა, ამიტომ დრო და დრო უნდა წარმოაჩინონ სხვადასხვა რეზოლუციებში ამ ადამიანებმა, რომ ეს თემა ისევ აქტუალურია და ეს საკითხები ისევ უნდა დაფინანსდეს.
ისინი წარმოაჩენენ საკითხს, რომ ეს ზეწოლა თუ ხანგრძლივი იქნება საქართველოს ხელისუფლება გატყდება, ბრძოლის უნარიანობას დაკარგავს და იქნებ რამე შედეგი გამოიღოს. ვინც ამაში ფულს ხარჯავს მათ მოაჩვენებენ ასე, რომ თუ ეს ინტენსიური იქნება და არ შეასუსტებენ ამ ზეწოლას, შედეგს მიიღებენ. ყოველ წელს რწმუნდებიან, რომ ამას შედეგი არ ექნება, არც იმ საქმისთვის გამოდგება, რისთვისაც მათ სჭირდებათ და ვერც რეალურ სურათს ვერ შექმნიან საქართველოში ასეთი ტიპის დესტრუქციული ქმედებებით და რეზოლუციებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.