ცნობილია, რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
1783677282
გვარამია ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე შეფასებით, სლოგანებით თავადვე ამხელენ თავიანთ საქმიანობას, მაგრამ მათ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება.
„დიდი ხანია, ნიკა გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო. ამით ადასტურებს, რომ მისთვის საქართველოს პოლიტიკა დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკა არ არის, სადაც თავად, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ისე უნდა მონაწილეობდეს. გვარამია ითხოვს, უცხოელებმა რაღაც სახის სანქციები დააწესონ და პოლიტიკური ოპონენტობა მათ უნდა გასწიონ. შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც მათ უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს. ამას თავად აკეთებენ, რადგან ისეთი სლოგანები აქვთ, რაც მათ ამ საქმიანობაში ამხელენ. მათ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, იმდენად დაბალი რეიტინგი აქვთ, ხალხს ვერაფრით აინტერესებენ. მათ ხალხის მხარდაჭერა ვერასოდეს ექნებათ, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ქართული პოლიტიკის აქტორები კი არა, არამედ უცხო ქვეყნის მიერ მართულნი არიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის, თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად ან იქ არშესასვლელად თუ იბრძვის ქვეყნისთვის“.