1743366857
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო როგორ შეიძლება დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა და ქართული არმია თენგიზ შარმანაშვილი

ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო როგორ შეიძლება დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა და ქართული არმია, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამომსვლელთა განცხადებების შეფასებისას.
„ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა პოლიტიკოსისთვის მომავალში, რომ ვიდრე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს მის შედეგებზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საქმიანობას განაგრძობს, ამ ეტაპზე კომისიის წევრები იკვლევენ 2004- 2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აგვისტოს ომის მიმდინარეობას. დღეს კომისიის წინაშე მამუკა ყურაშვილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ვოლსკი წარდგებიან.