"თბილისში არაა კიევ-პეჩორის ლავრა..." - სიმონიანი იმუქრება

მარგარიტა სიმონიანი

„კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი Telegram-ზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
 
„თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: "სოხუმი! სოხუმი". სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო ჩვენთვის.

ჩემი მეგობრის სტივენ კოენის სიკვდილის შემდეგ, (რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ 15 წლის წინ მითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს იმ დრომდე, მაგრამ აუცილებლად ნახავს, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად) მათ კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, დიდი გარჩევის გარეშე - სულ მცირე, იმის გამო, რომ:

  1. ახლა სენტიმენტების დრო არაა,
  2. თბილისში არაა კიევ-პეჩორის ლავრა
  3. ჩვენს ქვეყანაში არავინ თვლიდა და არ თვლის თავის თავს ქართველებთან ერთ ხალხად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა "თბილისის რუსეთი".

ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და მისი მცხოვრებლების ტემპერამენტი. რადგან თავად არ იცოდებენ თავებს“