ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
თბილისის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა.
„წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა ბოლო პერიოდში საქართველოში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.