ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

lia

ლიანა ისაკაძე  მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე  სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მუსიკოსს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები.  ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.