პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ეგღა მაკლია ქ-ნო თინა, თქვენ რომ მე დამიჯეროთ ამისათვის რაიმე ნაბიჯი გადავდგა. ჩემი მიზანი არ არის, რომ თქვენ ჩემი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასოთ, რადგან სწორედ თქვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი პედაგოგიკის, სკოლის, უნივერსიტეტისა და სკოლამდელი განათლების დამაზიანებელი საქმე." - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა გავიხსენოთ რეალურად პედაგოგის, სკოლის დირექტორის და სკოლის ავტონომიის სრულად დამაკნინებელი მანდატურის სამსახურის იმგვარად შემოღება, რომელიც პრაქტიკულად საშუალებას არ აძლევდა სკოლას, რომ დამოუკიდებლად ემუშავა. პედაგოგს არ ეძლეოდა უფლებას იმისა რომ განეხორციელებინა თავისი საქმიანობა. თქვენ აქ საუბრობთ, სკოლამდელ განათლებაში აღმზრდელის აზრი თუ გამოიკითხეთო. ქ-ნო თინა, მაგალითად, თბილისში 100-ზე მეტი აღმზრდელი იქნა დათხოვნილი სამსახურიდან ერთი განცხადებით, ერთი ხელის მოწერით მაშინდელი თქვენი მერის გიგი უგულავას მიერ.
სწორედ თქვენმა ხელისუფლებამ, 2011 წელს აღმზრდელ-პედაგოგებს სტატუსი ჩამოართვა და ჩვენ ახლა მიმდინარე რეფორმით ვაკეთებთ იმას რომ დავუბრუნოთ აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი. დიახ, თქვენ დაინტერესდით ახლა რას ფიქრობენ სკოლამდელი დაწესებულების მუშაკები, ჩვენ ეს კარგად შესწავლილი გვაქვს და ვისაუბრე კიდეც იმ შეხვედრასთან დაჯავშირებით, რომელიც გაიმართა პედაგოგებთან, აღმზრდელებთან და სწორედ მათ დააყენეს ასაკთან დაკავშირებული აღნიშნული საკითხი. უპასუხოდ დატოვეთ კითხვა პედაგოგიკური სკოლის განადგურებასთან დაკავშირებით,რომელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს განხორციელდა. ჩვენ ახლა ახალი კურიკულუმებით, ახალი საუნივერსიტეტო პროგრამებით ვაკეთებთ იმას, რომ პედაგოგიკის შემსწავლელი კურსები შემოგვაქვს სასწავლო სისტემაში." - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა საუბრობს ზოგადად და არ შედის სიღრმეებში რადგან არ მოსწონთ ციფრებით ასახული ქართული ოცნების შედეგები.
"თქვენ არ მოგწონთ ციფრები, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს. 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174, 1754 სკოლა რეაბილიტირდა, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. რაც შეეხება სკოლამდელს, რაც თქვენ ასევე ახსენეთ, პირადად ვარ მონაწილე სკოლამდელი განათლების რეფორმებისა და აქაც გვაქვს ფაქტები. 2014 წელს როდესაც ქართული ოცნება მოვიდა მუნიციპალურ ხელისუფლებაში, მაგალითად თბილისში ჩვენ დაგვხვდა 47 დახურული და ზოგიერთი გასხვისებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.მათ შორის ერთ-ერთში, მესამე ბაგა-ბაღში, ჩუღურეთში, ჩვენ დაგვხვდა ნაციონალური მოძრაობის ოფისი. ნაცვლად იმისა. რომ იქ მოსწავლეებს აღზრდა მიეღოთ, დაგვხდა პარტიული სიმბოლოები. ეს არის მოკლედ ის რაც ასახავს ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულებას პედაგიგებისადმი. ეს არის რეალური სიმართლე მოკლედ თქვენს შესახებ. საზოგადოებას კი აღარ აინტერესებს თქვენი დაძველებული უარგუმენტო რიტორიკა, საზოგადოებას აინტერესებს წინსვლა და ეს ხდება ჩვენი ხელისუფლების ლიდერობით ევროატლანტიკურ გზაზე" - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.