პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ალჟირიდან გაზის იმპორტის გაზრდის შესახებ პირველადი შეთანხმება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ალჟირში ქვეყნის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნს შეხვდა.
„ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს განზრახვის დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. უკრაინაში შეჭრისთანავე გამოვაცხადე, რომ იტალია სასწრაფოდ იმოქმედებდა რუსული გაზის საჭიროების შესამცირებლად. დღევანდელი შეთანხმება მნიშვნელოვანი პასუხია ამ სტრატეგიული მიზნისთვის“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
დრაგის თქმით, იტალიურ ენერგეტიკულ კომპანია Eni-სა და ალჟირის ეროვნულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება იტალიაში ბუნებრივი აირის ექსპორტის განსახორციელებლად.
იტალიას გაზის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 40% რუსეთიდან შემოაქვს.