თამარ ჩერგოლეიშვილი: ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი

თამარ ჩერგოლეიშვილი

ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ, ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი. ეს რა დღეშია სპექტრი, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ილია ჭავჭავაძის და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეებს – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი თეიმურაზ პაპასქირი გიგა ბოკერიას აბრალებს, რომ გვარამიას ინტერვიუ დაუჩეხა და იტყუება.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით თეიმურაზ პაპასქირს დებატები შესთავაზეს.

„გუშინ ღამიდან, „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეიმურაზ პაპასქირი, გიგას აბრალებს, რომ ბოკერიამ გვარამიას ინტერვიუ დაუჩეხა და იტყუება.

უკიდურესად დელუზიური არიფი უნდა იყო, ბოკერიას რომ სიზუსტის ღალატი დააბრალო, მაგრამ არ იცნობს და დავიკიდოთ ეგ ფაქტი.

1. შევთავაზეთ დებატები, სადაც გვამხელს ტყუილებში.

2. შევთავაზეთ, თავად დაჭრას გვარამიას ინტერვიუ ისე, რომ ის ნაწილები აჩვენოს, რაც ჩვენ დავამახინჯეთ და გვამხილოს.

3. შევთავაზეთ, უბრალოდ არგუმენტებად ჩამოწეროს, რა დააბრალა ბოკერიამ გვარამიას – რომ მივხვდეთ, რას გვემართლება.

არა უბრალოდ გაიძახის „ყველამ იცის, რო ვიტყუებით“.

ხოდა, ის მინდა გითხრათ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით ყველა, ვინც წლების განმავლობაში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური კონკურენცია შანტაჟით აკრძალეთ და ასე დააჩლუნგეთ პოლიტიკური სპექტრი.

ყველა ხართ იმიერი ჯოჯოხეთის მგზავრი და აქ მე უზრუნველვყოფ, რომ მოსვენება არ მოგეცეთ.

ეს რა დღეშია სპექტრი უბრალოდ, სად ფორთხავს, ეს რანაირად გვეკადრება ილია ჭავჭავაძის და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.